ვიზიტი გასტროენტეროლოგთან

კითხვა: გამარჯობა. მუცლის ზედა ნაწილში მარცხენა მხარეს ტკივილები მაქვს და ხელს რომ ვიდებ კენჭებივით სიმაგრეები მხვდება. რა შეიძლება იყოს ან რის ექიმს უნდა ვეჩვენო?
პასუხი:


მოგესალმებით,
ზოგადად შეგვიძლია გითხრათ ,რომ მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ტკივილი ხშირად კუჭთანაა კავშირში, თუმცა სავსებით შესაძლებელია წყლულის ან პანკრეასის პრობლემიდან გამომდინარეობდეს.

რაც შეეხება ხელით გასინჯვისას კენჭების მსგავსი წარმონაქმნის არსებობას ,ამაზე დისტანციურად ვერ გიპასუხებთ.შესაძლოა თქვენ ობიექტურად ვერ აღიქვამდეთ შეხების შედეგს ,ვინაიდან წესით ამ მიდამოში ,ხელის ზედაპირული მოსმით ,მუცლის ღრუში წარმონაქმნების დაფიქსირება შეუძლებელია .შესაძლოა კანქვეშ არსებობდეს ცხიმგროვები და ის იწვევდეს მსგავსს შეგრძნებას ,ან ღრმა გასინჯვით ხელს გადაბერილი ნაწლავების მარყუჟები ხვდებოდეს .
ყველა შემთხვევაში აუცილებელია კვალიფიციური გასინჯვა ,რისთვისაც საჭიროა მობრძანდეთ კლინიკაში და ჩაიტაროთ გასტროენტეროლოგის კონსულტაცია .
შემდეგ კი, შესაძლებელია გადაგამისამართოთ ქირურგთან, რომელთან კონსულტაციაც, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა