კიდურების შეშუპება

კითხვა: გამარჯობა დილით როცა ვდგები ხელები და ფეხები მაქვს დასიებული და მტკივა, მქონდა პოტრომინი, არის თუ არა პოტრომინის ბრალი?
პასუხი:

მოგესალმებით!
სისხლძარღვები წვრილ-წვრილი ძაფებივით არის ჩაქსოვილი ჩვენს ორგანიზმში. ზოგი - ზედაპირულად, ზოგიც - ღრმად. ფორმით და ფუნქციით განსხვავდება ერთმანეთისგან და სამი სახისაა: არტერიები, კაპილარები და ვენები.
ზოგადად, ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს:
1. გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
2. ფლებიტი (ცალი კიდური);
3. ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
4. თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);
5. ღვიძლის დაავადებები;
6. შიმშილი (მკაცრი დიეტები);
7. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
8. ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება;
9. პრეპარატები;
10. პერიკარდიტი;
11. ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.
როგორც აღნიშნავთ, დილით ფეხები შეშუპებულია და გტკივათ, დიახ, შესაძლებელია ამ სიმპტომს პროთრომბინის დონე და მისი პათოლოგიები იწვევდეს. გირჩევთ , დროულად დაიწყოთ ადეკვატური მკურნალობა, რომელიც თავიდან აგაცილებთ აგრესიულ და ძნელად სამკურნალო გართულებებს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ, ანგიოლოგის უფასო კონსულტაციაზე, რომელიც შეკრებს ანამნეზს, დაგინიშნავთ საჭირო კვლევებს და დასვამს დიაგნოზს, ამის შემდეგ აუცილებად დაგეხმარებათ მკურნალობის ტაქტის დაგეგმვაში.
გაცნობებთ, რომ უფასო კონსულტაციისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა