მოგესალმებით,
დისტანციურად რა თქმა უნდა რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ოსტეოპოროზს, რომელზეც მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
ოსტეოპოროზი, ჩონჩხის სისტემური დაავადებაა, რომელსაც ძვლის სიმკვრივის შემცირება და სტრუქტურის შეცვლა ახასიათებს. ამ ცვლილებათა გამო ძვლის სიმყიფე იზრდება და, რაც მთავარია, საგრძნობლად იმატებს მოტეხილობის რისკი. ოსტეოპოროზის დროს მცირე ტრავმასაც კი შეიძლება მოტეხილობა მოჰყვეს.
ოსტეოპოროზის რისკფაქტორებად მიიჩნევა მემკვიდრეობა, ჰორმონული დარღვევები, კალციუმის, D ვიტამინის, ცილების დეფიციტი, ასევე დაავადებების მთელი წყება ( ენდოკრინული, რევმატული, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის დაავადებები და სხვა) და ზოგიერთი მედიკამენტი.
სასურველია განახორციელოთ ვიზიტი ენდოკრინოლოგთან, რომელიც დაგინიშნავთ სათანადო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მიმდინარეობს აქცია ფარისებრი ჯირკვლის კვლევაზე ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !