ჰიპერსალივაცია

კითხვა: სალამი, მაინტერესებს რა იწვევს ჭარბი ნერწყვის გამოყოფას პირის ღრუში, იქნებ დამეხმაროთ?
პასუხი:


მოგესალმებით!
ჰიპერსალივაციის (ჭარბი ნერწყვის გამოყოფა) მიზეზი ხშირად ესა თუ ის დაავადებაა, ამ გზით ორგანიზმი ჩვენთვის სიგანლის გამოგზავნას ცდილობს. მისი გამომწვევი მიზეზებია:
● სურდო;
● პირის ღრუს ინფექცია;
● კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება;
● ნერვული სისტემის დაავადებები;
● ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
● ჭიებით ინვაზია;
● ნიკოტინით ინტოქსიკაცია და ა.შ.
თუ რამ გამოიწვია თქვენს შემთხვევაში ჰიპერსალივაცია, დისტანციურად გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება შეუძლებელია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ყბა-სახის ქირურგ შოთა ლობჟანიძის უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათს.
კონსულტაციაზე აუცილებელია ჩაეწეროთ წინასწარ, შემდეგ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა