ტროფიკული წყლული

კითხვა: გამარჯობა, ტროპიკული წყლული შემიხორცდა, ახლა ზემოდან კანი რომ გახდეს ისეთივე როგორიც იყო რა გავაკეთო. ოდნავ სიწითლე კიდევაა ზემოდან.
პასუხი:

მოგესალმებით,
ტროფიკული წყლული საკმაოდ ფართო ცნებაა და ქსოვილთა კვების დარღვევით გამოწვეულ შეუხორცებელ ჭრილობას, კანისა და რბილი ქსოვილების დეფექტს ნიშნავს.
ტროფიკული წყლულების 80% ვენური წყლულების წილად მოდის, რაც ვენური უკმარისობის ბოლო სტადიაა.
წყლული შესაძლოა განვითარდეს არტერიული პათოლოგიის ფონზეც, ქრონიკული არტერიული უკმარისობის დროს. ცალკე გამოყოფენ დიაბეტური ტერფის თანმხლებ წყლულებს. წყლული შესაძლოა წარმოიშვას სისტემური დაავადებების – რევმატოიდული ართრიტის, ვასკულიტის, ოსტეომიელიტის – და კანის სიმსივნის შედეგადაც, თუმცა მათი გავრცელება საკმაოდ მცირეა.
დაავადების განვითარების მექანიზმი, გამომწვევის კვალობაზე, სხვადასხვაა.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა