სისხლდენა ორსულობის დროს

კითხვა: ვარ ორმოცი წლის. მენსტრუაცია გადამიცდა გავიკეთე ტესტი დადებითი პასუხი მიჩვენა. ცოტა ხანში მომცა სისხლიანი გამონადენი რომელიც თითქმის ოც დღეზე მეტი გაგძელდა. ამ პერიოდში ორჯერ გავიკეთე გამეორებითი ტესტი ერთი ხაზი მუქია მეორე ფერმკრთალი. პირველზე ორივე მკაფიოდ მუქი იყო. სისხლდენა არ მაქვს მაგრამ მუცელი მაქვს შებერილი და მაგარი. შარდვის დროს ოდნავ წვა მაქვს. ერთი სიტყვით დისკომფორტი მაქვს ძალიან. ექიმთან არ ვყოფილვარ.
პასუხი:

ორსულობის დროს შესაძლოა განვითარდეს სისხლდენა საშოდან რაც, ბუნებრივია, საყურადღებო სიმპტომს წარმოადგენს, თუმცა გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკის და ადექვატურად ჩატარებული მკურნალობის პირობებში ვაგინალური სისხლდენა/სისხლიანი გამონადენის არსებობა ყოველთვის არ ხასიათდება ცუდი პროგნოზული მაჩვენებლით.
ამის მიუხედავად, უნდა გვახსოვდეს, რომ ვაგინალურ სისხლდენას ყოველთვის სერიოზულად უნდა მივუდგეთ. ზოგიერთ შემთხვევაში საშოდან სისხლიანი გამონადენის არსებობა მოსალოდნელი აბორტის მანიშნებელი სიმპტომია ან მდგომარეობა, რომელიც გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს.
თქვენს შემთხვევაში, გირჩევთ, რომ აუცილებლად მიმართოთ გინეკოლოს და ჩაიტაროთ ექოსკოპიური კვლევა,რათა სწორად დაისვას დიაგნოზი და ექიმმა შესაბამისი მკურნალობა დაგინიშნოთ.
ასევე შემოგთავაზებთ ჩვენი კლინიკის აქციას,რომლის ფარგლებშიც შეგიძლიათ ისარგებლოთ გინეკოლოგის უფასო კონსულტაციით. აქციის დღეებია ხუთშაბათი და შაბათი. აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე– 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა