ვიზიტი პედიატრთან

კითხვა: მოგესალმებით. მარცხენა ფეხის , საზარდულთან ფეთქვა და აუტანელი ტკივილი ქონდა ჩემს გოგონას 2 თვის უკან. გადაადგილება უჭირდა. სიცხე მხოლოდ ერთი დღით. გავიკეთეთ თითქმის ყველა ორგანოს ეხო და გვითხრეს რომ ყველაფერი წესრიგშია. ეხლა ანალოგიურად 2 თვის შემდეგ დაემართა მარჯვენა ფეხზე ისევ საზარდულის არეში. რა შეიძლება იყოს.... მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად რთულია დიაგნოსტირება, თუმცა ვვარაუდობთ, რომ საქმე შესაძლოა ეხებოდეს, გაღიზიანებული ბარძაყის სინდრომს, რომელიც ბავშვებში ხშირი პათოლოგიაა.
ეს მდგომარება მაშინ ვითარდება, როცა მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეთა შრე ღიზიანდება ან ანთებითი ხდება, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
გიღიზიანებული თეძო შესაძლოა ნებისმიერი ასაკის ბიჭებსა და გოგონებში განვითარდეს, თუმცა, ეს პათოლოგია ყველაზე ხშირად 4-10 წლის ასაკში იჩენს თავს.
შემთხვევათა უმრავლესობა კონკრეტულ მკურნალობას არ საჭიროებს, რადგან ჩვეულებრივ ტკივილი 2 კვირის განმავლობაში გაივლის.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის საჭიროა კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები:
● რენტგენი ძვლის პრობლემების შესამოწმებლად;
● სისხლის ანალიზი ძვლის ან სახსრის ინფექციის დასადგენად;
● ულტრაბგერითი გამოკვლევა,რითაც პათოლოგიის შემთხვევაში, სახსარში არსებული სითხე გამოჩნდება.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა