ვიზიტი ტრავმატოლოგთან

კითხვა: გამარჯობა.მარცხენა მხარეს ლავიწთან მაქვს ამობერილი ბოლოში მრგვლად ხელს რომ ვიდებ მტკივა მიჭირს ხელის მაღლა ბოლომდე აწევა.მოტეხილი არ მაქვს არც მიმირტყია არც წავქცეულვარ თან ვიგრძნობდი,ვსვამდი ანთების წამალს და ცოტა გამიარა,მაქვს სამუშაო მჯდომარე და თავი მაქვს სულ დახრილი რამე კავშირში ხომ არ იქნებ ? გავიკეთე საერთო სისხლის და ისეთი არაფერი არ იყო,
პასუხი:

მოგესალმებით!
ნეკნ-ლავიწის სინდრომი არის ანომალია, რაც ამ არეში არსებულ კუნთებზე ზეწოლას და მათ დისტროფიულ ცვლილებებს იწვევს. თავის მხრივ, ლავიწის ქვემოთ არსებული კუნთები მექანიკურად აწვებიან მხრის წნულის ნერვებსა და ლავიწქვეშა არტერიას. აღნიშული მიზეზის გამო ლავიწის ქვემოთ აღმოცენდება ტკივილი, რომელიც გადაეცემა ხელში განსაკუთრებით - ზედა კიდურის ქვემოთ და უკან მოძრაობისას. კუნთი მტკივნეულია.
რთულია დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა, შესაძლოა საქმე გვქონდეს ლავიწის ძვლის ან ხრტილის პათოლოგიასთან.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, საჭირო კვლევების შემდეგ, ექიმი დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობის ინდივიდუალურ კურსს.
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა