წითელი ქარი

კითხვა: გამარჯობა.ერთი თვის უკან დამემართა წითელი ქარი.თავიდან დამეწყო სიცხეებით,მერე მარჯვენა ფეხი გამიწითლდა და კანი გამიუხეშდა.გამისივდა.ეს ყველაფერი 24 საათის განმავლობაში მოხდა.მეორე დღესვე მივედი ექიმთან.ინფექციურში გამაგზავნეს და რვა დღე მომიწია საავადმყოფოში წოლა.გავიკეთე ანტიბიოტიკი ვეცეფი,გადასხმები გამიკეთა და.სახლში ვიღებ ფურაცილინის სხნარს.ვცდილობ, რომ არ ვიარო და დავასვენო ფეხი,მაგრამ დღეს ისევ შემისივდა ფეხი და რას მირჩევთ?გავაგრძელო სახლში მკურნალობა თუ მოვიდე თქვენ გამოკვლევებზე?
პასუხი:

მოგესალმებით,
წითელი ქარი კანის ზედაპირული ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და კანის შემოსაზღვრული მონაკვეთის ანთებითი დაზიანება.
ადრეულ ხანაში სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექცია პაციენტის სახეზე ლოკალიზდებოდა, ამჟამად კი უმთავრესად ქვედა კიდურებზე იჩენს თავს.
დაავადების განვითარების უმთავრესი ეტაპია კანის მთლიანობის დარღვევა, რის შედეგადაც მასში ინფექციის გამომწვევი მიკროორგანიზმი იჭრება. ინფექციური პროცესის განვითარებას ხელს უწყობს ადგილობრივი ფაქტორები – ვენური უკმარისობა, დაწყლულება, კანის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ინფექცია, მწერის ნაკბენი, ქირურგიული ინფექცია.
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს შაქრიანი დიაბეტი, ალკოჰოლიზმი, შიდსი, ნეფროზული სინდრომი და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომელთა დროსაც იმუნური სისტემაა დაზიანებული. წითელი ქარის უმნიშვნელოვანესი რისკფაქტორი მაინც ლიმფის მოძრაობის დარღვევა – ლიმფოსტაზია. ინფექცია სწრაფად ვრცელდება ლიმფური სადინარების მეშვეობით, რასაც შესაძლოა მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდება მოჰყვეს.
აუცილებელია მიმართოთ ექიმ–ინეფქციონისტს.
კლინიკაში გვყავს მოწვეული სპეციალისტი ინფექციონისტები, თუმცა ჩვენს კლინიკაში ამბულატორიულად ვერ მოგამსახურებით. შესაბამისად, უმჯობესია მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა