მოგესალმებით! თქვენი სიმპტომებიდან გამომდინარე, ძნელია გაგცეთ კორექტული და ამომწურავი პასუხი, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ. შრომისუნარიანობის დაკარგვის მაჩვენებლით საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებებს მესამე ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და რესპირატორული დაავადებების შემდეგ. ზურგის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია ხერხემლის ოსტეოქონდროზი, რომელიც ძვლისა და ხრტილის დისტროფიული და დეგენერაციული ცვლილებების შედეგს წარმოადგენს. ვერტებროგენული ტკივილის. სინდრომი მოსახლეობის 70-90%-ში, თანაც ყველაზე შრომისუნარიან ნაწილში - 30-დან 45 წლამდე გვხვდება. თანამედროვე სამყაროში ზურგისა და წელის ტკივილს „ცივილიზაციის დაავადებას“ უწოდებენ. ამ პროცესში ჩართულია ხერხემლის სხვადასხვა სტრუქტურა: მალათაშუა დისკები, სახსრები, მყესები და კუნთები; ცვლილებათა შედეგად ღიზიანდება ამ სტრუქტურებზე პასუხისმგებელ ნერვთა რეცეპტორები და ხერხემლის ტკივილი იჩენს თავს. გარდა ზურგის ტკივილისა, შესაძლოა თავი იჩინოს წვის შეგრძნებამ, დისკომფორტმა, ადვილად დაღლამ, დილის შებოჭილობამ და სხვა. ფესვების დაზიანების დროს ადგილობრივ ტკივილს ემატება ოსტეოქონდროზის თანმხლები სხვა ნევროლოგიური დარღვევები - კიდურების ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე, ფუნქციის მოშლა. რაც შეეხება გამონაყარს, რთულია დისტანციურად გაგცეთ პასუხი, ვინაიდან აუცილებელია ვიცოდეთ გამონაყარის სახეობა, თუ როგორი ტიპისაა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჯობია მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე არ გვყავს. სხვა დამატებითი პრობლემის მოსაგვარებლად, გასათვალისწინებელია სწორი დიაგნოზირება და მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა. რისთვისაც აუცილებელია ამომწურავი ანამნეზის შეკრება, ჩვენი რჩევა იქნება პირველ რიგში გაიაროთ ნეიროქირურგთან/ნევროლოგთან კონსულტაცია, ჩვენი კლინიკის აქციის ფარგლებში შესაძლებელია უფასო ვიზიტი სპეციალისტთან.
რაც შეეხება იმ საკითხს,რომ თქვენ აღნიშნავთ ელენთის გადიდებას,ეს სხვა, დასახელებულ სიმპტომებთან ერთდ ,გარკვეულ ეჭვს ბადებს სისტემური დაავადების არსებობასთან დაკავშირებით,რასაც საჭიროების შემთხვევაში ასევე განიხილავენ ჩვენი კლინიკის ექიმები .
კონსულტაციისათვის აუცილებელია ჩაეწეროთ წინასწარ ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ,რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით. გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ ! თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ მირჩიეთ რა ვქნა, 23 წლის ვარ და ძალიან ბევრი რამ მაწუხებს არ ვიცი რაზე ვიმკურნალო და საიდან დავიწყო მკურნალლობა. მაწუხებს მუხლები ფეხზე დგომისას მარცხენა მუხლი მიმაგრდება და მიჭირს გადაადგილება, წელიც ანალოგიურ მდგომარეობაში მაქვს, წოლის დროსაც ერთ ფორმაში დიდ ხანს ვერ ვძლებ, ასევე მაქვს კანის პრობლემა გამონაყარი მაქვს დიდი ხ ანია ვიმკურნალე მარა ისევ ისე დამეწყო, თაბრუს ხვევები მაქვს, მალე მავიწყდება ყველაფერი მახსოვრობის პრობლემაც მაქვს, ხელები მიბუჟდება, კუნთები ხშირად მეჭიმება, თმის გამცვივდა, ასევე როგორც ვიცი ელენთაც გადიდებული მაქვს ერთ ერთი შემოწმების დროს მითხრეს, პირში ნერწყვი საკმაოდნ ბევრი მაქვს, არ ვიცი ეს ყველაფერი ერთმაენთთან თუ არის დაკავშირებული ან ერთ რაიმეს თუ შეეძლო ამ ყველაფრის გამოწვევა. გთხოვთ დამეხმარეთ და მირჩიეთ როგორ მოვიქცე...
პასუხი: