კითხვა: გამარჯობა!! ვარ5 თვის და2 კვირის ორსული. ექოსკოპიაზე დასკვნაში ჩამიწერეს დიდი ცისტერნის გაგანიერება. გთხოვთ მირჩიოთ რამე? ძალიან ვნერვიულობ.
პასუხი:
მოგესალმებით,
სავარაუდოდ საუბარი გაქვთ ვენტრიკულომეგალიაზე, რომელიც ნიშნავს ნაყოფის თავის ტვინის პარკუჭების გაგანიერებას.
მიზეზები შეიძლება იყოს ობსტრუქციული ჰიდროცეფალია, ფიზიკური ტრავმები, ინფექციური დაავადებები, მემკვიდრული ფაქტორები.
საჭიროა დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები და დაკვირვება დინამიკაში, რისთვისაც უნდა მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს, ხოლო თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი სპეციალისტების მოსაზრება, შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მიმდინარე აქციით, რომლის ფარგლებშიც გინეკოლოგთან კონსულტაცია უფასოა და მიმდინარეობს ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, გთხოვთ წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !