ლიპომა

კითხვა: გამარჯობა! თუ შეგიძლიათ, დამაკვალიანოთ და დამეხმაროთ. დედას ყურის მიდამოში აქვს რაღაც კვანძოვანი რომელიც თითქმის 2 წელია შევამჩნიეთ, ტკივილით არ აწუხებს მაგრამ რაღაც დისკომფორტს განიცდის, შარშან ზუსტად ამ პერიოდში ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ჩავიტარეთ გამოკვლევა, გადავიღეთ რედგენი და სურათმა გვიჩვენა ერთი დიდი და რამოდენიმე მცირე ზომის წარმონაქმნები, გავიკეთეთ ბიოფსიაც, რადგან ვშიშობდით ცუდ წარმონაქმნზე, რაც როგორც გვითხრეს ეს იყო ცხიმ გროვა , დაგვინიშნეს 2 სახის ანტიბიოტიკი, სახელი აღარ მახსოვს, და გვითხრეს რომ მოგვემართა ყბა სახის ქირურგისთვის. მაგრამ სამწუხაროდ რადგან რაიონიდან ვართ ამბროლაურიდან ვეღარ მოვახერხეთ ექიმთან მისვლა, დედას აქვს ამავე დროს შაქრიანი დიაბეტი, და ამ ბოლო დროს 4 თვეა თითქმის წნევები აქვს ძალიან მაღალი და აწუხებს თავის ტკივილი. ხომ არ შეიძლება ეს იყოს ამის გამომწვევი და საშიში ხომ არაფერია. მირჩიეთ საუკეთესო ექიმი ვის მივმართო. მადლობა ყურადღებისთვის. ველოდები თქვენს გამოხმაურებას.
პასუხი:

მოგესალმებით,

მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ლიპომა (ცხიმგროვა) კანქვეშ ვითარდება, თუმცა ზოგჯერ უფრო ღრმადაც ჩადის. უმეტესად მას ტკივილი არ ახასიათებს, თუ ის ცოტა ღრმად (ბეჭებს შორის, ზურგზე, წელისა და საზარდულის არეში) ან ნერვთან ახლოს არ მდებარეობს.

ლიპომა ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობის შედეგად წარმოიშობა და მისი გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. ის, ძირითადად, ცხიმების ცვლის რეგულირების მოშლასთანაა დაკავშირებული.

 ასევე ის შეიძლება სხვადასხვა დაავადების ფონზე განვითარდეს ან/და გენეტიკურად იყოს განპირობებული.

ლიპომა, ადამიანს შეიძლება 10-20 წლის განმავლობაში ჰქონდეს და საფრთხეს არ ქმნიდეს (თუ ზომაში არ იზრდება).

ცხიმოვანი წარმონაქმნების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული წესით არის შესაძლებელი. ძირითადად კეთდება დიდი განაკვეთი და იქედან ცხიმგროვა თავისი კაფსულიანად ამოაქვთ. თუმცა დიდი განაკვეთი ყოველთვის არ არის აუცილებელი და პატარა (1-2 სმ) ლიპომებს ლიპოსაქციით იღებენ კაფსულიდან.

რაც შეეხება დიაბეტს, იგი ზოგადად  ბევრ ორგანოს და ორგანოთა სისტემას აზიანებს, ხოლო უპირველესად დიაბეტის მავნე ზემოქმედება ვლინდება სისხლძარღვებსა და ნერვულ სისტემებზე.

აქედან გამომდოინარე, შესაძლოა ჰიპერტენზიას და შემდგომ უკვე თავის ტკივილებს, დიაბეტი განაპირობებდეს.

დიაბეტის დამაზიანებელი ზემოქმედებისაგან პაციენტის დაზღვევის ძირითადი მეთოდი,  დიაბეტის სწორი მართვა, დიეტის და ცხოვრების რეჟიმის პერმანენტული დაცვაა.

გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეცილიასტი რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტი.

ასევე, გვაქვს ენდოკრინოლოგიურ და კარდიოლოგიურ აქციებზე ფასდაკლებები, ვრცლად იხილეთ ბმულზე:

● ფარისებრი ჯირკვლის კვლევა: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

● სრული კარდიოლოგიური კვლევა: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad

რაც შეეხება ცხიმგროვას, ამ შემთხვევაში, შეუძლია პაციენტს მობრძანდეს და გაიაროს ქირურგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს, წინასწარი ჩაწერით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა