დაუზუსტებელი დიაგნოზი

კითხვა: მაქვს კუჭის ტკივილი, რომელიც გადადის გულმკერდის არეში..ანუ როცა კუჭის ტკივილს ვგრძნობ, მაშინ გული არ მტკივა,და პირიქით...ეს მონაცვლეობით ხდება წუთების და საათების მანძილზე...ტკივილი გადამდის გულის მხარეს უკანა ბეჭზე და მარცხენა მკლავზეც...ეს სიმპტომები მიუთითებს გულის დაავადებაზე თუ ნაღვლის ბუშტმა შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი ტკივილები?
პასუხი:

მოგესალმებით! დისტანციურად დიაგნოზის დასმა არაკორექტულია. აღნიშნული სიმპტომები ახასიათებს როგორც გულის ისე კუჭ–ნაწლავის დაავადებებს. დიფერენცირებისთვის საჭიროა მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში , ექიმ–კარდიოლოგთან კონსულტაციის მიზნით, რომელიც ობიექტურად შეაფასებს თქვენს მდგომარეობას , დაგინიშნავთ საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს და განსაზღვრავს მკურნალობის შემდგომ ტაქტიკას. საჭიროების შემთხვევაში გადაგამისამართებთ გასტროენტეროლოგთან. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა