ტკივილი გულმკერდის არეში

კითხვა: მოკლედ , 40 წლის ქალბატონს აქვს მომენტალური წინა გულმკერდის ტკივილი და ძირითადად სიცივისა და წვის შეგრძნება ბეჭების მიდამოში და ზოგადად მთელ სხეულში მაინტერსებს რისი ბრალია?პ.ს ხშირად ზის საჭესთა
პასუხი:

გამარჯობა! გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლოა უკავშირდებოდეს ხერხემლის პათოლოგიებს და მასთან ერთად ხერხემლის არტერიაში სისხლის მიმოქცევის ამა თუ იმ ტიპის მოშლას . არსებობს მრავალი პათოლოგია,რაც იწვევს გულმკერდის წინა კედლის წვას და ტკივილს. ჩამონათვალი გაცილებით ფართო იქნება, თუ მოვიცავთ ყველა დაავადებას. ამიტომ, ძალიან ძნელია, შეიძლება ითქვას, შეუძლებელია აღწერილ სიმპტომებზე დაყრდნობით პაციენტს წინასწარ მივცეთ რჩევა ,რეკომენდაცია. უმჯობესია, პირველი ვიზიტი კარდიოლოგთან შედგეს. ის პაციენტის ჩივილების, გასინჯვისა და ჩატარებული მარტივი გამოკვლევების მეშვეობით ზუსტად განსაზღვრავს, რომელი ორგანოა "დამნაშავე" და სათანადო კვალიფიციურ რჩევას მოგცემთ შემდგომი ტაქტიკის შესახებ . დიაგნოზის დასმისათვის საჭიროა არამარტო ტკივილის ხასიათის გათვალისწინება და სწორი ინტერპრეტაცია, არამედ საკმაოდ გულდასმითი გამოკვლევა . გირჩევთ, ნუ ჩაიტარებთ რომელიმე გამოკვლევას ექიმის რეკომენდაციის გარეშე. შესაფერისი გამოკვლევის შერჩევა სათანადო კვალიფიკაციას მოითხოვს და მხოლოდ ექიმს ხელეწიფება. თქვენს მიერ "შერჩეული" გამოკვლევა სახსრების გაუმართლებელ ხარჯვას გამოიწვევს, ვინაიდან შესაძლოა სპეციალისტისათვის სავსებით არაინფორმაციული აღმოჩნდეს.
ცნობილია , თუ ტკივილი:
. აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან მოსვენების დროს, . შეტევითი ხასიათისაა, უმეტესად ლოკალიზდება მკერდის ძვლის უკან (შეიძლება ტკივილი გადაეცემოდეს მარცხენა ხელში, კისერში, ქვედა ყბაში, ბეჭში), . აღიქმება, როგორც წვა, ზეწოლა, მოჭერა, ხშირად ეს უკავშირდება გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ფორმის, სტენოკარდიის არსებობას
რჩევა:
• არ გადადოთ დიდხანს ვიზიტი ექიმთან (უმჯობესია კარდიოლოგთან); • აუცილებლად გაიკეთეთ ელექტროკარდიოგრამა (ეკგ), სტრეს-ეკგ (ეს არის ეკგ, ჩაწერილი ფიზიკური დატვირთვის ფონზე) და ჩაიტარეთ ეკგ-ს სადღეღამისო მონიტორირება ჰოლტერის მიხედვით . თუ ტკივილი ძლიერდება ღრმა სუნთქვისას, სხეულის მოძრაობის დროს ან ზედა კიდურების ზევით აწევის დროს ვითარდება ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულის არეში, ნუ მიაკუთვნებთ თქვენს თავს გულით ავადმყოფების რიცხვს. არასასიამოვნო შეგრძნებების მიზეზი საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში უნდა ვეძებოთ. პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს გულმკერდის მიდამოს ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, ნეკნთაშუა ნევრალგია და მიოზიტი (კუნთების ანთება).
რჩევა:
• ასეთ შემთხვევაში მიაკითხეთ ნევროლოგს ან ორთოპედს; • ტკივილის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ ანთებისსაწინააღმდეგო პრეპარატები, მანუალური თერაპია.
გულმკერდში გულთან ახლოს ბევრი ორგანოა; თითოეული მათგანის ამა თუ იმ სახის დაზიანებამ ასევე შეიძლება ტკივილის შეგრძნება გამოიწვიოს. შედარებით ხშირია კანისა და კუნთოვანი ქსოვილის დაავადებები, მათ არც ძვალსახსროვანი სისტემა ჩამოუვარდება, მეტადრე – როცა ლაპარაკია ხერხემლის გულმკერდის მიდამოს მალებისა და მათ შორის გამომავალი ნერვების დაზიანებაზე, და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის გულის უშუალო დაზიანებით გამოწვეული დაავადებები.დაბოლოს, ტკივილი შეიძლება ფსიქოგენური ხასიათისაც იყოს და ძლიერი ფსიქოემოციური დატვირთვის ფონზე განვითარდეს.შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკას და აუცილებლად დაგეხმარებით.ექიმთან უფასო ვიზიტზე პაციენტების ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარ , ნომერზე–577 119 119 ან 202 25 25. გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა