ვიზიტი გინეკოლოგთან

კითხვა: გამარჯობა. ვარ 25 წლის, გასათხოვარი. 26 ივნისს გადავიღე ექოსკოპია, მაგ დღეს მომივიდა ციკლიც. ექოსკოპიის პასუხი ასეთია: საშვილოსნოს მდებარეობა გადახრილი მცირედ უკან და მარჯვნივ. ფორმაა შენახული. კონტურები სადა. ექოსტრუქტურა დამახასიათებელი. ყელისა და ტანის პროპორციები დაცული. ზომები: სიგრძე -56მმ. წინა-უკანა-41მმ. გადიგარდმო-51 მმ. მიომეტრიუმის სისქე და ექოგენობა თანაბარი. ენდომეტრიუმის სისქე-14.5 მმ. ბაზალური შრის ექოგენაბა დაქვეითებული.(ბოლო მენზესი 26.05.2018წ. დროული, მცირე ოდენობით). ღრუ დეფორმაციის გარეშე.თავისუფალი. საშვილოსნოს ირგვლივ ვასკულარიზაცია კარგად გამოხატული თანაბრად, საშვილოსნოს ირგვლივ ვარიკოზი საშუალოდ თანაბრად გამოხატული. საშვილოსნოს ყელი: ფორმა-შენხული, დეფორმაციის გარეშე. საშვილოსნოს ყელის არხის ექოგენობა არათანაბარი. არხის სიგრძე-36 მმ. არხი გამოხატული უმნიშვნელოდ მთელ სიგრძეზე. საკვვერცხეები : მარჯვენა: ზომები 29.9ხ19.6ხ23ხ6მმ. წონა-7.2 გრ.პროექცია ჩვეულებრივი. ექოსტრუქტურა დამახასიათებელი.ექოგენობა დმახასიათებელი.ვასკულირება დამახასიათებელი. მასში აღინიშნება ფოლიკულები დიამეტრით -3.6-5.2მმ. მარცხენა:ზომები-29ხ23.2ხ26.1მმ. წონა-9.2გრ. პროექცია ჩვეულებრივი.მასში აღინიშნება ფოლიკულები დიამეტრით -4-1.3მმ. პარამეტრუმი ექოგენოდა დაქეითებული. დუგლასის ფოსო თავისუფალი. სიგმა და ცეკუმი უმნიშვნელოდ შებერილი. მაინტერესებს ენდომეტრიუმის სისქე ციკლის პირელ დღეს ასეთი დიდი უნდა იყოს? რაიმე დარღვეა ჩანს აქ?,ქალიშვილი ვარ, ორსულად არ ვარ და ენდომეტრიუმის სისქე და ყელის არხი ამხელა შეიძლება რომ იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით,
სასურველია გავეცნოთ თქვენს ყველა გამოკვლევას, რათა სრული სურათი შეიქმნას, მხოლოდ ამ ანალიზის საფუძველზე პასუხს ვერ გაგცემთ. მობრძანდით ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც მიმდინარეობს ყოველ სამშაბათსა და შაბათს,
წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა