ჰემოროიდული დაავადება

კითხვა: მოგესალმებით.კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს.ბავშვობიდან მაქვს შეკრულობა.ამის ფონზე ჩამომიყალიბდა ბუასილი.გავიკეთე ოპერაციაც მაგრამ პრობლემა არ მოგვარდა ისევ ისეთივე კვანძები გამიჩნდა.ერთი წლის წინ გავიკეთე ოპერაცია.გთხოვთ მირჩიეთ რა მედიკამენტი უნდა მივიღო რომ კუჭის მოქმედება დარეგულირდეს.კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაქვს მოქმედება.მადლობა
პასუხი:


ბუასილი, ანუ ჰემოროიდული დაავადება, თანამედროვე კონცეფციით, წარმოადგენს სწორი ნაწლავის ანალური არხის კავერნოზული სხეულების ჰიპერპლაზიას, ანუ კავერნოზული ვენებისა და მცირე ზომის არტერიების შუნტების დაჯგუფებას. არახელსაყრელ პირობებში ამ სტრუქტურებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, იმატებს არტერიულ-ვენური შუნტების რაოდენობა, ფართოვდება მათი სანათური და ყალიბდება ჰემოროიდული კვანძები. ჰემოროიდული დაავადების განვითარების რისკ – ფაქტორებს შეიძლება მივაკუთვნოთ:
1. ყაბზობა, დიარეა;
2. ორსულობა, მშობიარობა;
3. ცხოვრების ადინამიური, უმოძრაო წესი;
4. სპორტის ზოგიერთი სახეობა - ცხენოსნობა, ძალოსნობა და სხვა.
ჰემოროიდული დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა შორისისა და სწორი ნაწლავის დათვალიერება-გასინჯვა თითით, ანოსკოპით, სიგმოიდოსკოპით, რასაც, რასაკვირველია, ექიმი სპეციალისტი აკეთებს.
- შესაძლებელია ბუასილის ანუ ჰემოროიდული დაავადების მკურნალობა ორგვარად: მედიკამენტურად და ქირურგიულად. მედიკამენტური მკურნალობა ითვალისწინებს:
• ფლებოტროპული პრეპარატის - დეტრალექსის მიღებას;
• მალამოებისა და სანთლების გამოყენებას;
• ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიღებას.
სტადიის გათვალისწინებით, ჩვენებისამებრ ჩატარებული დროული და ადეკვატური თერაპია ყოველთვის ეფექტურია.ჰემოროიდული დაავადების პროფილაქტიკისათვის საჭიროა:
• ცხოვრების წესის შეცვლა;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების მოწესრიგება;
• მრავალფეროვანი ბოჭკოვანი საკვების (ქატო) მიღება;
• სითხის უხვი მიღება;
• ადგილობრივი ჰიგიენის დაცვა;
• ჭარბი წონის შემთხვევაში - წონის დაკლება.
თქვენი ჩივილი სავარაუდოდ უკავშირდება არასწორი კვებით გამოწვეულ პრობლემას. შეგვიძლია შემოგთავაზოთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია , საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გადაგამისამართოთ პროქტოლოგთან , რომელთანაც ვიზიტი უფასოა აქციის ფარგლებში. აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა