მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს ჭიპის თიაქარს, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც სხეულის შინაგანი ნაწილი დასუსტებული კუნთის კედლის საშუალებით მის ახლომდებარე ქსოვილში ჩადის.
ჭიპის თიაქრის დროს, ჭიპთან უმტკვინეულო ამონაზარდი ჩნდება. ეს ამონაზარდი შეიძლება გაიზარდოს სიცილის, ხველების, ტირილის და ჭინთვის დროს და შეიძლება შემცირდეს დაწოლის ან მოსვენების დროს.
უმეტეს შემთხვევაში, თიაქარი მკურნალობის გარეშე, დროთა განმავლობაში, როგორც წესი უარესდება.
თქვენ შემთხვევაში, შეგიძლიათ მომართოთ ჩვენს კლინიკაში ქირურგს, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ მოგცემთ სათანადო მითითებებს.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა ექიმი, მათ შორის ანგიოლოგი ( სისხლძარღვთა ექიმი) და ოტო–რინო ლარინგოლოგი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკაში ვიზიტების განხორციელება.
რაც შეეხება ჭიპის არეში ტკივილს, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ქირურგის კონსულტაციასა და ექოსკოპიურ კვლევას სრულიად უფასოდ !
ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31430/moculobiti-warmonaqmni-da-diskomforti-muclis-wina-kedelze-shesadzloa-tiaqarze-miganishnebdet-%E2%80%93-gtavazobt-eqoskopias-da-qirurgis-konsultacias-sruliad-ufasod--
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !