მედიკამენტები ორსულობისას

კითხვა: გამარჯობა.გახლავართ 30 კვირის ორსული. ჰემოგლობინის 66 ჰემატოკრიტი 34,9 ერიტროციტები 3,83 წნევა ხშირად 80/50 ასევე ტონუსი. დამინიშნეს მაგნე B6,ჰემოფერექსი,ტოტემა,პრევიტა. ასევე ვსვამ იოდოფოლს. ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან,ყველა ამ მედიკამენტის ერთად მიღება რამდენად მიზანშეწონილია? ფაქტიურად თითქმის ყველაშია ფოლი,რკინა,მაგნი და ასე შემდეგ.მეტი არ მოვა? გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით ვინ არის თქვენი მკურნალი ექიმი და არ ვფლობთ ინფორმაციას თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის შესახებ, მიმოწერის რეჟიმში პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
თუკი თქვენს მიერ ქვემოაღნიშნული მედიკამენტები დაგინიშნათ შესაბამისმა სპეციალისტმა ან პირადმა ექიმმა, ვფიქრობთ დანიშნული მკურნალობა, დიაგნოზის ადექვატურია.
მიჰყევით მკურნალი ექიმის რეკომენდაციებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა