კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს რას ნიშნავს კოლოიდური სუბსტანციის და ლიმფოციტების ფონზე ნანახია მცირე რაოდენობით ფოლიკულური ეპითელიუმის პროლიფერატები უჯრედული პოლიმორფიზმის გარეშე. მადლობთ.
პასუხი:
მოგესალმებით,
კვლევის, მხოლოდ ამ პასუხის მიხედვით, ირკვევა, რომ ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი.
თუმცა, რჩება კიდევ კითხვები,მაგალითად რა ტიპისაა წარმონაქმნი და ა.შ. და კვლევები გასაგრძელებელი და დიაგნოზი დასაზუსტებელია.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ხოლო თუ გსურთ მოისმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტის მოსაზრება, მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე, შეგვიძლია შემოგთავაზოთ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, ფარისებრი ჯირკვლის კვლევა, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !