მოგესალმებით,
ზოგადად, მშობიარობის დროს სისხლდენას იწვევს, შორისის დაზიანება მშობიარობის დროს ან სხვა სამეანო ტრავმები.
რაც შეეხება, მშობიარობის შემდგომ სისხლდენას, გამოჰყოფენ ოთხ ძირითად მიზეზს. პირველ ადგილზეა საშვილოსნოს ტონუსის დაქვეითება – ჰიპოტონია ან ატონია.
მეორე ადგილზეა საშვილოსნოში პლაცენტის ქსოვილის ჩარჩენა. ჩარჩენილი ქსოვილი საშვილოსნოს შეკუმშვის საშუალებას არ აძლევს და ღიად დარჩენილ სისხლძარღვებიდან სისხლდენა იწყება.
მესამე ადგილს ტრავმა იკავებს. ის მოსალოდნელია, მაგალითად, დიდი ზომის ნაყოფის ან ანატომიურად ვიწრო მენჯის დროს.
მეოთხე ადგილი უკავია სისხლის შემდედებელი სისტემის თანდაყოლილ პათოლოგიებს , რომელთა დროსაც სისხლის შედედების უნარი დაქვეითებულია.
ატონიის მიზეზით სისხლდენა საკეისრო კვეთის შემდეგ უფრო ხშირია, ვიდრე ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ.
კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში, ზუსტ პასუხს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ მშობიარობას გართულებები არ მოჰყვება.
სასურველია მიმართოთ თქვენს მეან–გინეკოლოგს, რომელიც ამომწურავად მოგაწოდებთ ინფორმაციას, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით, ორი წლის მანძილზე ვსვამდი დიანე-35, შემდეგი 5 თვე ნორკალუტს და ერთი თვის დანებების შემდეგ დავრჩი ორსულად. მესამე ფეხმძიმობაა. ახლა მიმდინარეობს ორსულობის 35 კვირა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიანე-35 ვსვამდი პრობლემების გამო, რომელიც ექიმმა დამინიშნა, მენსტრუაციის დროს მემართებოდა სისხლდენა, ამ ჰორმონალური პრეპარატის მეშვეობით მენსტრუაცია მიმდინარეობდა ჩვეულებრივად (ნორმალურად), ხოლო შემდეგ შემიცვლა ნორკალუტით. მაინტერესებს, მშობიარობის დროს შეიძლება თუ არა დამემართოს სისხლდენა ? რა რისკებთან მაქვს საქმე? მეორე შვილი თქვენს კლინიკაში მყავს გაჩენილი და მესამესაც თქვენთან ვფიქრობ. უბრალოდ შიშის სინდრომი მაწუხებს. დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი: