ვიზიტი გინეკოლოგთან

კითხვა: მოგესალმებით მაქვს ორსულობის ნიშნები, ციკლი 4 დღეა გადამიცდა, 2 დღის წინ ჩავიტარე ტესტი და მეორე ხაზი ძალიან ოდნავ გამოჩნდა. დღესაც ჩავიტარე ბბ ტესტი და დღეს საერთოდ არ გამოჩნდა მეორე ხაზი. იქნებ მირჩიოთ რატომ მოხდა ასე, წესით თუ ორსულობაა უფრო უნდა გამუქებულიყო ხომ? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით, 

ორსულობის სადიაგნოსტიკო ტესტი უნდა ჩაიტაროთ მენსტრუალური ციკლის გადაცდენის შემთხვევაში, გადაცდენიდან 3 დღის შემდეგ (მანამდე ჩატარებული ტესტირების პასუხი არასანდოა).

ციკლის გადაცდენამდე ორსულობის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ვენურ სისხლში, ორსულობის ჰორმონის, ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით, სავარაუდო ჩასახვიდან ერთი კვირის შემდეგ.

შესაძლოა ქორიონული გონადოტროპინი გამომუშავდა გვიან და ვერ მოასწრო იმ ნიშნულისთვის მიეღწია, რომ ტესტს დაეფიქსირებინა (შარდში ქორიონული გონადოტროპინის დაფიქსირება ტესტის საშუალებით შესაძლებელია მაშინ, როდესაც მაღალია მისი მაჩვენებლი სისხლში).

ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ გინეკოლოგთან, ჩაიტაროთ სამეანო–ულტრაბგერითი გამოკვლევა, მხოლოდ ამ მეთოდით  უნდა იქნას დადასტურებული  ორსულობა საშვილოსნოს ღრუში.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგიური აქცია + ექოსკოპიური კვლევა,  მიჰყევით ბმულს: https://kirurgia.ge/article/31172/ginekologiuri-aqcia-110-laris-nacvlad-mkholod-40-larad

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა