თითების დაბუჟება

კითხვა: ღამით მიბუჟდება შუათითი და არათითი,მაღვიძებს ხელის გულის ტკივილი, რაც მალე არ გადის და არ მაძლევს ძილის საშუალებას,რისი ბრალი შეიძლება იყოს და რის ექიმს უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით, 

დაბუჟება და მგრძნობელობის შეცვლა ზოგჯერ დაავადების ნიშანია. ამ დაავადებათა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა პათოლოგიები, რომლებსაც სისხლის მიმოქცევისა და ინერვაციის დარღვევა სდევს თან.

თითების  დაბუჟება ხშირად ნერვზე ხანმოკლე ზეწოლის შედეგია. ხელებში მაგისტრალური ნერვები გადის. განსაზღვრულ მდგომარეობაში ისინი ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილების ზეწოლას განიცდის, რაც პარესთეზიას - ხელებში ჩხვლეტის, ჭიანჭველების ცოცვის, სიცივის შეგრძნებას იწვევს.

დაბუჟება უპირატესად ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზული ხასიათის ცვლილებებს უკავშირდება.

მკურნალობის სქემა დაბუჟების მიზეზზეა დამოკიდებული, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია.

დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, თუმცა შეგვიძლია შემოგთავაზოთ, კლინიკის  აქციის ფარგლებში ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია პარასკევს, საჭიროების შემთხვევაში, დაგენიშნებათ მრტ კვლევა, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

აქციით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანრმთელობას!

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა