კითხვა: ადრე თქვენს კლინიკაში გავიკეთე ვენების ოპერაცია, როცა ვისარგებლე პედაგოგის დაზღვევის პაკეტით. ამჟამად თუ მოქმედებს ეს პაკეტი თქვენთან და რა ჯდება ექიმთან ვიზიტი. თუ გადავწყვეტ თქვენთან მოსვლას მზად რომ ვიყო. წინასწარ გიხდით მადლობას. ასევე მადლობა ამ სერვისის შემოთავაზებისთვის. ძალიან კომფორტულია.
პასუხი:
მოგესალმებით,
ძალიან სასიამოვნოა, როდესაც გვენდობიან და ჩვენი ერთგულები რჩებიან.
ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს, თუმცა გეგმიურ ვიზიტებს საყოველთაო არ აფინანსებს.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ანგიოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !