ფრჩხილის ჩაბრუნება

კითხვა: გამარჯობა,14 წლის ბავშვს ფეხზე თითქმის ყველა ფრჩხილის ჩაბრუნება აქვს,რაიონში გვითხრეს ,რომ შეიძლება სოკო იყოსო და თან საჭიროა მკურნალობასთან ერთად ფრჩხილების აძრობაო,თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ,რომელ ექიმთან ჩავეწეროთ კონსულტაციაზე და რა ანალიზების გაკეთებაა საჭირო?მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ფრჩხილის ჩაბრუნება უმეტესად ფეხსაცმლის ბრალია. თუ ფეხსაცმელი ვიწროა, მოუხერხებელი, ფრჩხილი არასწორი მიმართულებით იზრდება.
ცუდია ,როდესაც პატარას უფროსი და-ძმის გამონაცვალ ფეხსაცმელს აცმევენ ,რადგან ტერფის ფორმა ყველას თავისებური აქვს.
ზოგჯერ ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზი ფირფიტის თანდაყოლი დეფექტია.
ასევე, მიზეზი შესაძლოა უხარისხო ფეხსაცმელი იყოს, რომელიც მხოლოდ ფრჩხილის ჩაზრდას კი არა, ფეხის ოფლიანობას და ტერფის სოკოსაც იწვევს.
მიმართეთ, ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ქირურგს, რადგან "ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა