მოგესალმებით, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ფარისებრი ჯირკვლის ანთება, გამოწვეულია მრავალი მიზეზით. ყველაზე ხშირ მიზეზად გვევლინება აუტოიმუნური თირეოიდიტი.ფარისებრი ჯირკვლის, ამ ქრონიკულ ანთებით დაავადებას იწვევს სისხლში ანომალიური ანტისხეულების არსებობა და ლეიკოციტებით, რომლებიც უტევენ და აზიანებენ ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებს. ე.წ. „აუტოიმუნური“ განადგურების საბოლოო შედეგი არის ჰიპოთირეოზი, რომელიც განპირობებულია ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების სრულად გაქრობით (არარსებობით). თუმცა, ბევრ პაციენტს უნარჩუნდება ფარისებრი ჯირკვლის რეზერვი, რაც საკმარისია ჰიპოთირეოზის თავიდან ასაცილებლად.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ავადმყოფური დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოზი ორგანოთა თითქმის ყველა სისტემის მხრივ იწვევს დარღვევებს. კანის სიმშრალე, აქერცვლა, შეშუპება, გასქელება, გამკვრივება, თმოვანი საფარველის გამეჩხერება, ფრჩხილების მტვრევადობა ამ მძიმე დაავადების ხშირი გამოვლინებებია. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ორგანოების მხრივ პაციენტები ხშირად აღნიშნავენ სახსრების ტკივილს, კიდურების დაბუჟებას, კუნთოვან სისუსტეს, ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითებას. დამახასიათებელია ღამით ფხიზელი ძილი და დღის განმავლობაში ძილისადმი მიდრეკილება. მკურნალობის ტაქტიკა ინდივიდუალურია, მიჰყევით თქვენი ექიმის რეკომენდაციას. ალტერნატიული აზრის მოსასმენად, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რომელიც დაგინიშნავთ აპრობირებულ და გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას. თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები. გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: რა შეგიძლიათ გვითხრათ აუტოიმუნურ თირეოდიტზე?რამდენად საშიშია? ... გმადლობთ
პასუხი: