მასტიტი

კითხვა: მოგესალმებით, მე ვარ ქეთი ბარბაქაძე 22წლის, მყავს ორი ბიჭი,პირველი 4წლის და მეორე 1წლის და 8თვის რომელსაც 5 თვის წინ დავანებებიე ძუძუთი კვებას თავი, ჩემით გავიშვრე რძე,ვიწურავდი და შემდეგ გავიკრავდი ხოლმე,ეხლა კი ორი კვირის წინ შევნიშნე პატარა კვანძი მარჯვენა მკერდზე,როგორც ორი კვირის წინ ახლაც ისეა პატარა ზომის,ეს რა შეიძლება იყოს და რა დამიჯდება ამის გამოკვლევა?
პასუხი:

ლაქტოსტაზი მკედში რძის შეკავებაა. ამ პრობლემას აწყდება პრაქტიკულად ყველა დედა. ლაქტოსტაზი წარმოიქმნება იმის, გამო, რომ არ ხდება დროულად მკედის გამოწურვა და ხდება რძის ნაკადის დაცობა.
ამ დროს წყდება რძის გამოყოფა მკერდიდან და იგი უკიდურესად ძნელად გამოსაწური ხდება.
თუ ლაქტოსტაზის ლიკვიდირება დროულად არ მოხდა , შესაძლოა იგი გადაიზარდოს მასტიტში. 
ჩვეულებრივ მასტიტი, ერთ ძუძუში ვითარდება და სიმპტომები ხშირად ძალიან სწრაფად მიმდინარეობს.
მასტიტის სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
მკერდზე წითელი და შეშუპებული ადგილი, რომელიც შეიძლება იყოს მტკივნეული შეხებისას და იყოს ცხელი წამონაზარდი ან გამაგრებული ადგილი მკერდზე მწველი ტკივილი მკერდში, რომელიც შეიძლება გრძელდებოდეს ან ვლინდებოდეს მხოლოდ ძუძუთი კვების დროს გამონადენი ძუძუს თავიდან, რომელიც შეიძლება იყოს თეთრი ან შეიცავდეს სისხლის ნიშნებს.
ძუძუს მტკივნეულობასა და შეშუპებასთან ერთად, ზოგ პაციენტს გრიპის-მსგავსი სიმპტომები, მაგალითად მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ტკივილი და შემცივნებაც აღენიშნება.
მასტიტის შემთხვევათა უმრავლესობის ეფექტური მკურნალობა შესაძლებელია და ქალების უმრავლესობა მალევე გამჯანმრთელდება .
მიუხედავად იმისა, რომ მასტიტი შედარებით ადვილად იკურნება, ის შეიძლება დაბრუნდეს, თუ არ ალაგდა მისი გამომწვევი მიზეზი. მეძუძურმა დედებმა მასტიტის განვითარების რისკი შეუძლიათ შეამცირონ მარტივი ჩვევებით, რომ არ დაუშვან მკერდში რძის შეგუბება. ეს ჩვევებია:
შეძლებისდაგვარად ეცადეთ აჭამოთ ბავშვს ძუძუთი, პირველი ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარეთ ბავშვს, რომ იკვებოს უფრო ხშირად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მკერდის გადავსებას გრძნობთ დარწმუნდით, რომ ძუძუთი კვების დროს, ბავშვი კარგად არის მორგებული ძუძუზე (ჰკითხეთ ექიმს რჩევა, თუ არ ხართ დარწმუნებული ამაში) დააცადეთ ბავშვს, რომ ბოლომდე ჭამოს. ბავშვების უმრავლესობა თვითონ მოცილდება ძუძუს, როდესაც თავს დანაყრებულად იგრძნობენ. ეცადეთ არ მოიცილოთ ბავშვი ძალით მოერიდეთ კვებებს შორის გრძელ ინტერვალებს, თუ ეს შესაძლებელია, პირიქით ეცადეთ შეამციროთ ეტაპობრივად. თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება მასტიტი გქონდეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.გმადლობთ ,რომ ენდობით კლინიკას ,გისურვებთ ჯანმრტელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა