მოგესალმებით,
საშოდან მცირე რაოდენობით გამჭვირვალე გამონადენის არსებობა, ჩვეული, ფიზიოლოგიური მოვლენაა და ეს ლორწო საშვილოსნოს ყელიდან ბუნებრივად წარმოიქმნება.
საშოს გამონადენის რაოდენობა განსხვავებულია და მენსტრუალური ციკლის მიხედვით იცვლება (ჩვეულებრივ, ციკლის ბოლოს ყავისფერი გამონადენია).
ჯანსაღ გამონადენს ძლიერი სუნი ან ფერი არ გააჩნია.
საშოდან ანომალური გამონადენის გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს, მაგრამ ჩვეულებრივ ეს ინფექციის ნიშანია.
ხშირად ინფექცია ისეთი რამითაა გამოწვეული, რაც საშოში არსებული ბაქტერიის ან საფუარას ბუნებრივ ბალანსს არღვევს, მაგალითად საშოს შიგნიდან დაბანა, ან ინფექციის შეძენის მეორე გზა სექსუალური კავშირია.
ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია:
● რძიანა – სოკოვანი ინფექცია, რომელიც საშოზე მოქმედებს;
● ბაქტერიული ვაგინოზი - საშოს ბაქტერიული ინფექცია;
● გონორეა ან ქლამიდია - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია, რომლებიც ბაქტერიითაა გამოწვეული;
● გენიტალური ჰერპესი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა, რომელიც მარტივი ჰერპესის ვირუსითაა გამოწვეული.
არომატული საპნების, ქაფიანი აბაზანების და საშხაპე გელების ზედმეტმა გამოყენებამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს ანომალიური გამონადენი საშოდან. არ გამოიყენოთ დაბანისას რაიმე ძლიერ არომატული საშუალები. გამოიყენეთ რბილი საპონი და თბილი წყალი, რომ ფრთხილად დაიბანოთ გენიტალიების გარშემო ადგილები.
დისტანციურად ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. ამიტომ, შემოგთავაზებთ სრულ კომპლექსურ გინეკოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებას, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/26396/chaitaret-sruli-ginekologiuri--gamokvleva-191-laris-nacvlad-75-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !