კითხვა: გამარჯობა კიდე ერთხელ,მადლობელი ვარ თქვენი ყურადღებით,დედა მყავს ასთმიანი,რამდენად მისაღებია მისთვის რაჭაში, სოფელ. ხოტევში დასვენება, უღრმესი მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ასთმა ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული დაავადებაა.
იგი სხვადასხვა მაპროვოცირებელმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. ბრონქული ასთმის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს როგორც სახლში, ასევე სახლის გარეთ არსებული ალერგენები. ამ კუთხით საშიშია ცუდი საცხოვრებელი პირობები, აეროალერგენებთან ხშირი კონტაქტი, ვირუსული ინფექციები, მედიკამენტური ალერგენები, ბალიშის ბუმბული, ლეიბის მატყლი (აუცილებელია მათი შეცვლა სინთეზური მასალით), კოსმეტიკა , პარფიუმერია და სხვა.
ბრონქული ასთმის ოპტიმალური მართვისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტისა და ექიმის ერთობლივ, შეთანმებულ მოქმედებას.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას – ბრონქული ასთმით დაავადებულებისათვის საქართველოს საკურორტო ზონებიდან გამორჩეულად კარგია : რაჭის რეგიონის მთიანი სოფლები, ბახმარო, აბასთუმანი, ბორჯომის ხეობის დასახლებები და სხვ.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა