მოგესალმებით,
დისტანციურად ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელი და არაპროფესიულია, თუმცა, როგორც მოგვითხრობთ ხართ დიაბეტით დაავადებული და ზოგადად დიაბეტი იშიაზის გამომწვევ ერთ–ერთ ფაქტორად ითვლება, ამიტომ ვვარაუდობთ, რომ საქმე გვაქვს განმეორებით იშიაზთან.
იშიაზი საჯდომი ნერვის ანთებაა. საჯდომი ნერვი ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთი უდიდესი ნერვია, რომელიც ხერხემლის გავა-წელის მიდამოში ზურგის ტვინის ხუთი სხვადასხვა დონიდან იღებს სათავეს, მიუყვება დიდ დუნდულა კუნთს, ჩადის ფეხში, იტოტება და მუხლის, წვივის, წვივ-ტერფის სახსრებს, ტერფსა და ფეხის თითებს სწვდება.
ასევე შესაძლებელია ტკივილს იწვევდეს რადიკულოპათია, რომელიც ოსტეოქონდროზის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა.
წელის რადიკულოპათია მწვავედაც შეიძლება მიმდინარეობდეს და ქრონიკულადაც. შესაბამისად, მისთვის დამახასიათებელი ტკივილიც მწვავე ან ყრუა. ის, როგორც წესი, ცალმხრივია და ირადიაციას თეძოსა და ბარძაყის მიდამოში განიცდის.
დუნდულას არეში ტკივილს ქვედა კიდურის სახსრების დაზიანებაც, იწვევს.
დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ მოგიწევთ თუ არა სტაციონარული მკურნალობა.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, ექიმი შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, საჭირო ლაბორატორიულ–კლინიკური კვლების შემდეგ, დასვამს ტკივილის გამომწვევ ზუსტ დიაგნოზს და თავად მოგახსენებთ მკურნალობის მეთოდის შესახებ.
ნევროლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ვარ დიაბეტიკი (მეორე ჯგუფის ინსულინდამოკიდებული_. მაქვს აუტანელი ტკივილები მარცხენა დუნდულას არეში. სავარაუდოდ იშიაზი ან საჯდომი ნერვის ნევრალგია. თქვენთან უნდა დავწვე გამოკვლევისა და შემდგომი შესაძლო ოპერაციისთვის? რა არის საჭირო ამ შემთხვევაში? სასურველია პასუხი ელ. ფოსტით. მადლობა!
პასუხი: