მოგესალმებით,
როდესაც მასტიტი აქვს არამეძუძურ პაციენტს და ეს არ არის დაკავშირებული მშობიარობასა და ორსულობასთან, აუცილებელია მამოლოგის კონსულტაცია და გამოკვლევა, რადგან შესაძლოა, მიზეზი იყოს ჰორმონული დისბალანსი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, საკვერცხეთა პოლიკისტოზური პათოლოგია, ინფექცია და ა.შ.
თუ ბრძანდებოდით ექიმთან და მისი დიაგნოზია მასტიტი, გირჩევთ მიჰყვეთ მის რეკომენდაციებს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში მამოლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აქცია, სარძევე ჯირკვლის სრულყოფილ კვლევაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !