თავის ტკივილი

კითხვა: მაქვს თავის ტკივილი უკვე 2 კვირა ხდება.მეწყება ღამის 9 სთზე და გრძელდება დილის 6სთმდე.მოიცავს თავის მარჯვენა ნაწილს,რომელიც მოიცავს თვალსაც და ყურსაც,გადაინაცვლებს კეფისკენ.ავღნიშნავ,რომ გაკეთებული მაქვს საშვილოსნოს საშვილოსნოს ყელის,საკვერცხეების ოპერაცია,ანუ ამოკვეთილი მაქვს.3 თვეა რაც გავიკეთე.იქნებ ამიხსნათ საიდან მოდის ეს ტკივილი,თუ შეიძლება ამიხსნათ ვის მივმართო.რომელი მედიკამენტი დამეხმარება განკურნებაში.
პასუხი:

 

მოგესალმებით,

თავის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა, როგორც მოგვითხრობთ ჩივილები ვრცელდება მხოლოდ ცალ მხარეს, ამიტომ, ვფიქრობთ საქმე შესაძლოა ეხებოდეს ჰემიკრანიას, იგივე შაკიკს.

შაკიკი გავრცელებული, ნევროლოგიური დაავადებაა, რომელსაც ძლიერი, მოულოდნელად აღმოცენებული შეტევითი და განმეორებითი ხასიათის თავის ტკივილი ახასიათებს. ძლიერი ტკივილი შეიძლება 4-დან 72 საათამდე გაგრძელდეს.

შაკიკის დროს ადგილი აქვს თავის ტვინში სისხლძარღვოვან არასტაბილურობას. შეტევისას სისხლძარღვები თავდაპირველად ვიწროვდება, შემდეგ კი მკვეთრად ფართოვდება. ამ დროს ძლიერდება თრომბოციტების შეწებება.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს სეროტონინი, რომლის რაოდენობაც ჯერ იმატებს, შემდეგ კი მკვეთრად იკლებს.

შაკიკის პროვოცირება შეუძლია როგორც გარეგან, ისე შინაგან ფაქტორებს. მაგალითად:

● საკვები და სასმელი (შოკოლადი, კაკაო, ყავა, ლუდი, ყველი, არაჟანი, ცხელი სოუსები);

● შიმშილი და ჰიპოგლიკემია (შიმშილის დროს სისხლში შაქრის ოდენობა მცირდება, ეს თავის ტვინის სისხლძარღვების გაფართოებას იწვევს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა შაკიკის შეტევას დაუდოს სათავე);

● გარემო პირობები (სიცხე, სიცივე, კაშკაშა სინათლე).

გამომწვევი მიზეზის დასადგენად აუცილებელია ნევროლოგიური გამოკვლევა.

ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ თავის ტვინის მაგისტრალური სისხლძარღვების დოპლერსა და ნევროლოგის კონსულტაციას, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა