ღვიძლის გადიდება

კითხვა: მოგესალმებით.. გავიკეთე ექოსკოპია და მაქვს ღვიძლი საგრძნობლად გადიდებული, ასევე გავიკეთე ანალიზები ღვიძლის ფუნქციებზე.მომატებული მაქვს ფერმენტები.ალანინამინოტრანსფერაზი-64,1. ასპარტატამინოტრანსფერაზი-48,0. გამაგლუტამილტრანსფერაზი 100.8 ტუტე ფოსფატაზი -99,0 . საერთო ბილირუბინი 6,6 და პირდაპირი ბილირუბინი 4,2 . მაქვს დიაბეტი და 1 თვეა ვსვამ წამლებს ასფორმინსა და დიაბეტონს ექიმის დანიშნულებით. მაქვს ყრუ ტკივილები ღვიძლის არეში და გადამდის მარჯვენა ბეჭის და ფერდის არეშიც. ასევე დ ვიტამინი მაქვს დაბალი 9,5 გთხოვთ მომცეთ რჩევა როგორ მოვიქცე? რა მივიღო? მარტო ნოშპა არ მშველის პატივისცემით.
პასუხი:

მოგესალმებით,
ღვიძლის გადიდება ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს:
• ღვიძლის უჯრედების - ჰეპატოციტების - დისტროფია, ღვიძლში ფიბროზული უბნების გაჩენა;
• გულის უკმარისობისა და სხვა დაავადებების დროს ღვიძლში სისხლის შეგუბება;
• ღვიძლის კეროვანი დაზიანება სიმსივნის, კისტის, აბსცესის დროს.
ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტირებისთვის დღესდღეობით ტარდება ულტრაბგერითი გამოკვლევა, ღვიძლის სისხლძარღვთა ანგიოგრაფია, ლაპაროსკოპია, პუნქციური ბიოფსია შემდგომი მორფოლოგიური გამოკვლევით, იზოტოპური გამოკვლევა. ღვიძლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ბიოქიმიურ ტესტებს ან ბიოქიმიურ სინჯებს.
დისტანციურად ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების დანიშვნა არაეთიკურია. გირჩევთ მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან, თან იქონიოთ ჩატარებული კვლევის პასუხები, ანამნეზის შეკრების შემდეგ, შესაძლებელი იქნება გაგცეთ კორექტული პასუხი.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 577 119 119 ან 202 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა