მოგესალმებით,
ორსულობის დროს სუსტდება ნაწლავთა პერისტალტიკა, ნელდება მისი შიგთავსის გადაადგილება, ძლიერდება შებერილობა და შესაძლოა შეკრულობამაც იჩინოს თავი. იქიდან გამომდინარე, რომ ნაწლავებსა და საშვილოსნოს საერთო ინერვაცია აქვს, ამიტომ ნაწლავების ძლიერმა აქტივაციამ შესაძლოა საშვილოსნოს ტონუსის მომატება- შეწყვეტა გამოიწვიოს. სამწუხაროდ, ამ თავდაცვით რეაქციას აქვს არასასურველი შედეგებიც - ნაწლავთა დაცლის შენელება და ამის შედეგად განვითარებული შებერილობა.
რაკი, ნაწლავებსა და საშვილოსნოს ერთი ინერვაცია აქვს, ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია, თქვენს მიერ აღნიშნული „რაღაცის ჩამოსვლა საშოში“, შესაძლებელია ყოფილიყო საშვილოსნოს ყელის ლორწოვანის,ან მისი პოლიპის , ე.წ ჭინთვისას წინ წამოწევა, ხოლო შემდეგ უკან დაუბრუნებადა .
თუმცა, დისტანციურად რა თქმა უნდა ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, ამიტომ აუცილებელია მიბრძანდეთ თქვენს მკურნალ ექიმთან ვიზიტზე.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ გაიაროთ კონსულტაცია ჩვენს გინეკოლოგთან.
გაცნობებთ, რომ გინეკოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეა ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, ვარ 28 კვირის ორსული, არის მეორე ორსულობა, პირველი ორსულობაც უპრობლემო მქონდა და მეორეც აქამდე უპრობლემოდ ვიყავი ანალიზებიც ნორმაშია და ყველაფერი მაგრამ მაწუხებს შეკრულობა და გუშინ კუჭში გასვლის დროს მომიწია ძალის დატანება და ბოლოს საშოში ვიგრძენი თითქოს რაღაც ჩამომივიდა და მექანიკურად უკან შებრუნდა სხვა არაფერი არც ტკივილი მქონია და არაფერი მის მერეც ჩვეულებრივად ვარ და მეშინია რა შეიძლება ყოფილიყო თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ
პასუხი: