მოგესალმებით, თქვენ ალბათ გულისხმობთ გამონაზარდს ყელზე, სავარაუდოდ კანზე.
ასეთ შემთხვევაში,დიაგნოზის დაზუსტებისთვის,უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც ვიზუალურად , პირველადად შეაფასებს მდგომარეობას და დაგინიშნავთ შესაბამის ინსტრუმენტულ ან ლაბორატორიულ გამოკვლევას. გასათვალისწინებელია, რამდენი ხანია შეამჩნიეთ გამონაზარდი,როგორ მიმდინარეობს მისი ზრდა, მტკივნეული თუ არის, მტკივნეულობა ხელის შეხებით აღინიშნება თუ მის გარეშეც ?
თუ გამონაზარდს გულისხმობთ ,,ყელში შიგნიდან", ასეთ შემთხვევაშიც თერაპევტი ან ოჯახის ექიმი დაგაკვალიანებთ, რომელი გამოკვლევა უნდა ჩაიტაროთ,უცხო სხეულის შეგრძნება ყელში ხშირად ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ახასიათებს, რომლის გამოსარიცხად საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა, სადაც ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილების დათვალიერებაც მოხდება. თუ ჩივილს თან ერთვის ყლაპვის გაძნელება შესაძლოა ეზოფაგოსკოპია, ანუ საყლაპავის დათვალიერება დაგჭირდეთ.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში აქციის ფარგლებში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა 100 ლარის ნაცვლად 49 ლარად, ყოველ შაბათს და ასევე აქციის ფარგლებში შესაძლოა ჩვენს კლინიკაში ჩაიტაროთ ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია უპრეცედენტოდ დაბალ ფასად – 200 ლარის ნაცვლად 90 ლარად. ამ შემთხვევაში ქირურგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაციაც არის გათვალისწინებული.კვლევას ატარებს ქირურგი ენდოსკოპისტი, მედიცინის დოქტორი, ას. პროფესორი სოსო ქერაშვილი 577 32 88 22.კვლევა წარმოებს OLYMPUS-ის უახლეს აპარატზე.ამასთან, შესაძლებელია აღნიშნული პროცედურის ჩატარება ანესთეზიით, შეღავათიან ფასად, 300 ლარის ნაცვლად მხოლოდ 180 ლარად.აქცია ძალაშია ყოველ პარასკევს და შაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25 .
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: გამარჯობათ. საყლაპავზე შევამჩნიე გამონაზარდი რა შეიძმება იყოს არის თუ არა საშიში.და ვის მივმართო შეგიძმია მიპასუხოთ.მადლობა წინასწარ
პასუხი: