მოგესალმებით,
თავის ტკივილის უამრავი სახეობა არსებობს: ტკივილი თავის ცალ ან ორივე მხარეს, იზოლირებული და გავრცობილი, მწვავე, მოპულსირე და ყრუ, თანდათანობით განვითარებული და უეცარი, მალე (ერთ საათზე ნაკლებ ხანში) გადავლილი და რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე.
თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ამ სიმპტომის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზებია:
შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.
თავბრუსხვევის სხვა მიზეზები:ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია,შაკიკი, პანიკური შეტევა.
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე. კარგი ჰიდრატაცია თავიდან აგარიდებთ თავბრუსხვევის რამდენიმე გამომწვევ მიზეზს. თავი შეიკავეთ კოფეინისა და თამბაქოს მოხმარებისაგან. ეს ნივთიერებები სისხლძარღვებს ავიწროვებენ და ამით აუარესებენ სიმპტომს.
ასევე აუცილებლად დაგეგმეთ ვიზიტი ექიმთან.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20576/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-magnitur-rezonansuli-tomografia-da-nevrologis-konsultacia-330-laris-nacvlad-250-larad
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !