კარდიოსკოპია, კარდიოგრაფია

კითხვა: გამარჯობა. მაინტერესებს კარდიოსკოპიასა და კარდიოგრაფიას შორის რა განსხვავებაა. მინდა გულზე გადავუღო ბავშვს. ზედმეტად სწრაფად უფექთავს და თვალითაც ჩანს ფეთქვა და მირჩიეს გადაღება
პასუხი:

მოგესალმებით,
კარდიოსკოპია არის კლინიკური, სადიაგნოსტიკო კვლევა, რომლის დროსაც კარდიოსკოპით, ექიმი–სპეციალისტი ათვალიერებს გულის ღრუებს.
კარდიოგრაფიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არამხოლოდ კარდიოლოგიაში, არამედ პედიატრიასა და გერიატრიაში, ფიზიოლოგიასა და სპორტულ მედიცინაშიც.
ის ყველაზე გავრცელებული, ხელმისაწვდომი და მაღალინფორმაციული მეთოდია გულის დაავადებათა დიაგნოსტიკაში.
ელექტროკარდიოგრაფიით ხდება გულის მოძრაობის, ბიძგებისა და შეკუმშვების, გულის მუშაობის დროს გულის კუნთში აღძრული ელექტრული იმპულსების გრაფიკული გამოსახულება. ელექტროკარდიოგრაფის მეშვეობით შეიძლება ერთდროულად მოხდეს 12 სხვადასხვა განხრის ჩაწერა.
კვლევების ჩასატარებლად, მიმართეთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკას.
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა