კითხვა: გამარჯობა!გატეხილ ლავიწში 4 წლის შინ ჩამიყენეს რკინა.და მაინტერესებს ხომ არიწვევს რაიმე ზიანს? საჭიროებს ამოღებას? ან რა თუ აქვს დრო განსაზღვრული (რა დრო)
პასუხი:
მოგესალმებით,
ზოგადად, ლავიწის ძვლის მეტალით ფიქსაციამ, შესაძლებელია ადგილობრივად გამოიწვიოს ანთებითი რეაქციები, ძვლის ჩირქოვანი ანთება. თუმცა არსებობს მაგალითები, როდესაც მეტალი მთელი სიცოცხლე აქვთ პაციენტებს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, სასურველია მიმართოთ თქვენს ორთოპედს, რომელიც მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას, თქვენს შემთხვევაში, თუ რა ტიპის მეტალი იყო გამოყენებული და აქვს თუ არა მას განსაზღვრული ვადები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !