კითხვა: მოგესალმებით. ვარ 45 წლის. ჩავიტარე უფასო მამოლოგიური გამოკვლევა. მითხრეს, რომ მკერდში აისახება უამრავი პატარა ზომის ცისტები. მაინტერესებს რაოდენ საშიშია ჯანმრთელობისათვის და რა ღონისძიებას მივმართო უპირველესად. გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
ცისტა არის სითხით სავსე წარმონაქმნი, ის უმრავლეს შემთხვევაში კეთილთვისებიანია.
ძუძუში კისტების წარმოშობა დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან, რომელთაგან უმთავრესია ქალის ჰორმონული ფონის ცვლილებები, გინეკოლოგიური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა, ძუძუთი კვების პრობლემები.
სარძევე ჯირკვლის კისტა არ საჭიროებს მკურნალობას თუ იგი არ არის დიდი, მტკივნეული ან არ ქმნის დისკომფორტს.
ძუძუს კისტა უმთავრესად კვანძოვანი ან დიფუზური მასტოპათიის ფონზე ვითარდება. შეიძლება იყოს როგორც ერთეული, ასევე მრავლობითი. დიაგნოსტირება უმეტესად ულტრაბგერითი გამოკვლევითა და ასპირაციული ბიოფსიით ხდება.
ზოგადად სასურველია 6 თვეში ერთხელ კონტროლი, თუმცა თუ ეჭვია პათოლოგიაზე, უფრო ადრეც შეიძლება დაიგეგმოს.
გირჩევთ მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ მამოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩვენი მაღალკვალიფიციური ექიმი–მამოლოგი, შეაფასებს თქვენს მდგომარეობას, დაგინიშნავთ საჭირო გამოკვლევებს და დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა