მოგესალმებით,
თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს და მათ შორისაა:
შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.
თავბრუსხვევის სხვა მიზეზები: ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია, შაკიკი, პანიკური შეტევა.
თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის.
ფეხის ტკივილი შეიძლება სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებდეს, მაგ. გულსისძარღვთა ან ლიმფურ სისტემაში ,ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს ხანგრძლივად ჯდომამ ან დგომამ, ბრტყელტერფიანობამ ან ტერფის სხვა პათოლოგიებმა ( იგივე პათოლოგიებს შეუძლია ტერფების სიმხურვალეც გამოიწვიონ ) ართრიტმა, ოსტეოართროზმა, ვენების გაგანიერებამ და ა.შ.
ტკივილის გამომწვევ მიზეზს დისტანციურად ვერ გეტყვით, ეს შეუძლებელი და არაპროფესიულია.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ტრავმატოლოგთან და ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, შეფასდება თქვენი მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში დაგენიშნებათ კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაისმევა დიაგნოზი და ამის შემდეგ შეირჩევა შესაბამისი და ინდივიდუალური მკურნალობის მეთოდი.
საჭიროების შემთხვევაში ჩართული იქნება სხვა სპეციალისტი (ანგიოლოგი).
ტრავმატოლოგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, ხოლო ნევროლოგთან – პარასკევი, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით.ვარ 29 წლის გოგო.მაწუხებს თავბრუსხვევა თითქმის სულ გაბრუებული ვარ,დამძიმებული.ბოლო დღეებია მიჭირს სიარული,მეწვის ფეხის გულები ფეხების ტკივილები.გთხოვთ მირჩიოთ რამე.
პასუხი: