მოგესალმებით,
მეტეორიზმი საკვების მონელების დარღვევის გამო ნაწლავებში აირების დაგროვებაა.
მუცლის შებერილობას ხანმოკლე ტკივილი ახასიათებს. უსიამოვნო შეგრძნება აირების ნაწლავებში გავლისას წარმოიშობა. ტკივილი შეიძლება აღმოცენდეს მუცლის ღრუს ნებისმიერ წერტილში და ნაწლავებში გადაადგილების მიხედვით იცვალოს ადგილმდებარეობა. თუ ის დიდხანს და ინტენსიურად გაგრძელდა, ეს იმის სიგნალია, რომ არა მუცლის შებერილობით, არამედ რომელიმე სხვა დაავადებითაა გამოწვეული.
თუ შებერილობა რომელიმე დაავადების შედეგია, თავად ამ დაავადებას, მეტეორიზმის მიზეზს უნდა ვუმკურნალოთ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
როგორც მოგვითხრობთ, ჭამამდეც და ჭამის შემდეგაც გაქვთ თავბრუსხვევისა და გულისრევის შეგრძნება, სიმპტომებს შესაძლებელია იწვევდეს გასტროეზოფაგური რეფლუქსიც, საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას
აღნიშნავთ, რომ დღეში 5-6–ჯერ გიწევთ კვება, თუ ახალგაზრდა ბრძანდებით, ეს შეიძლება აიხსნას კუჭის ზედმეტად გადავსებითაც.
სასურველია გამოირიცხოს ენდოკრინული პრობლემებიც ( ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია).
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ექიმი ვიზიტისას შეკრებს ანამნეზს, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ გამოკვლევებს, ხოლო შემდეგ დაგეგმავს მკურნალობის მეთოდს.
ვიზიტისას ასევე შესაძლებელია გადაგამისამართოთ სხვა სპეციალისტთან.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა. ვიყავი მარხვაზე და სამსახურის პირობებიდან ჭამის რეჟიმი მქონდა არცთუ ისე კარგი.გავხდი უენერგიოდ, მოთენთილი, მქონდა გულის რევის შეგრძნება, თავის ტკივილი მუცლის შებერილობა, როდესაც მშივდება ვარ გაბრუებული და ცუდად გახდომის შეგრძნება დილით განსაკუთრებით. შემდეგ მივიღე წამლები გულის რევის შესამცირებელი ასევე ვიტამინებს ვიკეთებდი ორგანიზმის მოსაძლიერებლად. გულის რევა მომეხსნა ცოტა უკეთესადაც ვარ,თუმცა მშივდება ხშირად დღეში 5 ჯერ ან 6 ჯერ მიწევს ჭამა და ისევ ცუდად გახდომის შეგრძნება მაქვს.ანალიზებიც გავიკეთე, შაქარიც ასევე და რიგზე იყყო. იქნება მირჩიოთ რამე. მადლობა წინასწარ
პასუხი: