სანერწყვე ჯირკვლის პათოლოგია

კითხვა: გამარჯობა.ყბაყურა სანერწყვე ჯირყვლები პერიოდულად მიმაგრდება და მაქვს დაბუჟებული გადავიღე ეხოსკოპია და კენჭი არ ჩანს რას მირჩევთ.
პასუხი:

მოგესალმებით,
აღნიშნული ჩივილებიდან გამომდინარე ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა, სანერწყვე სადინარის კედელი იყოს შევიწროვებული.
ასევე, გასარკვევია არის თუ არა სანერწყვე ჯირკვალში სტრუქტურული ცვლილებები.
ზუსტი დიაგნოზის და პროგნოზის დასადგენად, აჯობებს უშუალოდ ექიმთან გასაუბრება, რომელიც გაეცნობა თქვენს მდგომარეობას.
საჭიროა თან იქონიოთ თქვენი ექოსკოპიური კვლევის სურათი და აღწერილობა ,შესაძლოა საჭირო გახდეს განმეორებითი კვლევა ან დამატებით ისეთი კვლევის ჩატარება ,როგორიცაა სანერწყვე ჯირკვლებისა და სადინარების ენდოსკოპიური გამოკვლევა.
გირჩევთ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ყბა–სახის ქირურგთან, რომელთანაც შეძლებთ სრულყოფილ გამოკვლევას და ზუსტ დიაგნოსტირებას
ყბ–სახის ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღე გახლავთ ხუთშაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა