მოგესალმებით,გულ-სისხლძარღვთა დაავადების მართვის მსგავს შემთხვევებს ხშირად აქვს ადგილი კლინიკურ პრაქტიკაში. ასეთი კლინიკური პრობლემის მქონე პაციენტები, მიუხედავად განმეორებითი გულ-სისხლძარღვთა დაავადების შემთხვევების მაღალი რისკისა, ხშირად რჩებიან მართვის ეფექტური ღონისძიებების გარეშე იმის გამო, რომ კლინიკური განვითარების ამ ეტაპზე მათ მხოლოდ მცირე ჩივილები უვლინდებათ. ტერმინი "პაროქსიზმული ტაქიკარდია" გულისცემის უეცარ მომატებას გულისხმობს. ამ დროს გულისცემა წუთში 140-250-მდე იმატებს. სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია შეიძლება განვითარდეს როგორც გულის პათოლოგიის დროს, ისე მის გარეშეც. შეტევები უეცრად იწყება და უეცრადვე წყდება. პაციენტებს პაროქსიზმის ფონზე შესაძლოა სტენოკარდიის შეტევა განუვითარდეთ. რაც შეეხება წინაგულების ციმციმს, ამ დროს წინაგულები გულის მუშაობაში არ მონაწილეობს, ხოლო პარკუჭები მოუწესრიგებლად იკუმშება. წინაგულების ციმციმი შესაძლოა გამოწვეული იყოს გულის პათოლოგიით (მიოკარდიუმის და/ან პერიკარდიუმის პირველადი ან მეორეული დაზიანებით) ან გარეგანი მავნე ზემოქმედებით. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც გულის ნაწილს სისხლი აღარ მიეწოდება, ან მცირე ოდენობით მიეწოდება რაც იწვევს გულის კუნთის დაზიანებას. ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის კისრის წინა ზედაპირთან მდებარე პეპლის ფორმის პატარა ენდოკრინული ორგანოს გადიდება. არსებობს მრავალი შესაძლო მიზეზი. ამერიკელი ავტორები მთავარ ფაქტორად იოდის დეფიციტს მიიჩნევენ. ჩიყვი ანუ ფარისებრი ჯირკვლის გადიდება შესაძლოა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული დაავადებების სიმპტომი იყოს, მიზეზის დაზუსტება კი მხოლოდ ენდოკრინოლოგს შეუძლია. დისტანციურად დიაგნოზის დასმა ჩვენი მხრიდან არაკორექტულია, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში კარდიოლოგთან ვიზიტზე, გასინჯვისა და კვლევების შემდეგ, თუ გამოირიცხება მიოკარდიუმის პრობლემები, შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის შერჩევაში ჩაერთვება ენდოკრინოლოგი. შემოგთავაზებთ ჩვენს კლინიკაში გულ-სისხლძარღვთა სისტემის სრულყოფილ გამოკვლევას 166 ლარის ნაცვლად 99 ლარად. გამოკვლევაში შედის:
1. ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია
2. ექოკარდიოგრაფია
3. ელექტროკარდიოგრაფია
4. გლუკოზასისხლში
5. ლიპიდურისპექტრი
6. კრეატინინი
აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ცხელი ხაზის ნომერზე 577 119 119 ან 202 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !