ვენის თრომბოზი

კითხვა: ვარ 52 წლის მაქვს გადატანილი ღრმა ვენის თრომბოზი.მკურნალობის შემდეგ ნორმაში მაქ კუაგულოგრამა.ეხლა 3 თვეა ვღებულობ დისგრენს და კიდევ ხომ არ გავაგრძელო.მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით!
ვენური უკმარისობა ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ვენებს ქვედა კიდურებიდან უკან, გულისკენ, სისხლის დაბრუნება უჭირს.
ვენური უკმარისობა ქვედა კიდურების ერთი ან რამდენიმე ღრმა ვენის პრობლემით არის გამოწვეული. ნორმაში ვენური სარქვლები სისხლის გულისკენ დენას უზრუნველყოფს. ვარიკოზულ ვენებში ეს სარქვლები დაზიანებულია ან არასათანადოდ ფუნქციობს, რაც, განსაკუთრებით – ფეხზე დგომისას, სიცხეში ხანგრძლივად ყოფნისას, სიმძიმეების აწევისას და ა.შ. ქვედა კიდურების ვენების სისხლით გადავსებას იწვევს.
მისი რისკფაქტორებია:
● წოლითი რეჟიმი;
● თამბაქოს წევა;
● თრომბოზის ოჯახური ისტორია;
● მენჯისა და ფეხის მოტეხილობა;
● გულის უკმარისობა;
● სიმსუქნე;
● ოპერაციული ჩარევა;
ღრმა ვენების თრომბოზი ეწოდება ვენაში სისხლის კოლტის, თრომბის წარმოქმნას.
ღრმა ვენების თრომბოზი უმთავრესად წვივისა და ბარძაყის დიდ ვენებზე ვითარდება. თრომბმა შესაძლოა დაბლოკოს სისხლის დინება და შეშუპება და ტკივილი გამოიწვიოს. თუ თრომბი დაიშალა, ნაწილი მოსწყდა და სისხლის ნაკადს გაჰყვა, ამას ემბოლიას უწოდებენ. ემბოლი შესაძლოა მოხვდეს თავის ტვინში, ფილტვებში, გულში ან სხვა ორგანოში და სისხლის მიმოქცევის მოშლა გამოიწვიოს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დისტანციურად პრეპარატის დანიშნულების შესახებ, მითითებას ვერ მოგცემთ.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ანგიოლოგთან უფასო კონსულტაციაზე.
რომელიც მიმდინარეობს ყოველ ორშაბათს, გაცნობებთ, რომ აუცილებელია წინასწარ ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა