აუტიზმის ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა

კითხვა: მაინტერესებს ღეროვანი უჯრედებით თუ მკურნალობთ აუტისტ ბავშვებს
პასუხი:

მოგესალმებით,
აუტიზმი ადამიანის ნეიროგანვითარების დარღვევას წარმოადგენს ,რომლისთვისაც დამახასიათებელია ქცევითი დარღვევები, გადახრები სოციალურ ურთიერთობებში. აუტიზმი გამოხატულია სხვადასხვა ფორმებით, გარდა ამისა შესაძლოა აღინიშნებოდეს სხვა გონებრივი განვითარების პათოლოგიებთან ერთად.
აუტიზმით დაავადებული ადამიანისათვის სიძნელეს წარმოადგენს ჯანსაღი ურთიერთობების დამყარება სხვა ადამიანებთან, რაც ძალზედ მნიშვნელოვნია საზოგადოებაში არსებობისათვის.
ღეროვანი უჯრედები — ეს ახალგაზრდა, მოუმწიფებელი უჯრედებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში მისი ჩასახვის დღიდან ჩნდება და სიცოცხლის ბოლომდე რჩება. თუმცა ყველაზე მეტი რაოდენობით ეს უნიკალური უჯრედები ახალშობილის ჭიპლარის სისხლში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ღეროვან უჯრედებს თვითაღდგენის უნარი აქვს.
ამ ეტაპზე სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით, ჩვენი კლინიკა ემსახურება პაციენტებს 15 წლის ასაკიდან.
უნდა მიმართოთ ასაკობრივ კლინიკას (მაგ: იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრს ან ციციშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრს ).
გმადლობთ, რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა