მოგესალმებით,რთულია დისტანციურად გიპასუხოთ, რამ გამოიწვია თქვენს შემთხვევაში სპონტანური აბორტი ( მუცლის მოშლა) მაგრამ ვეცდებით ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ.
მუცლის მოშლის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს, თუმცა მათი იდენტიფიცირება რთულია. შემთხვევების უმეტესობა არაა გამოწვეული დედის ქმედებების გამო.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვაგინალური სისხლდენის გამომწვევი შესაძლო მიზეზებია:
1. სპონტანური აბორტი;
2. იმპლანტაციური სისხლდენა რაც ვითარდება განაყოფიერებიდან რამოდენიმე დღის შემდეგ.
3. საშვილოსნოს ყელისმიერი პრობლემები, როგორიცაა მაგალითად : ცერვიკალური ინფექცია, ანთებადი საშვილოსნოს ყელი ან წარმონაქმნები საშვილოსნოს ყელის მიდამოში.
4. საშვილოსნოს გარე ორსულობა.
მუცლის მოშლას იწვევს პათოლოგიური ქრომოსომების არსებობა ბავშვში. ქრომოსომა არის გენეტიკური "საშენი მასალა", რომელიც აკონტროლებს ბავშვის განვითარებას. თუ ბავშვს აქვს ზედმეტი, ან არასაკმარისი ქრომოსომა, არასწორად განვითარდება.
პოლიკისტური საკვერცხის სინდრომი– ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც უშვილობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი, რადგან შეუძლია შეამციროს კვერცხუჯრედების რაოდენობა.
გარდა ამისა ,ნაადრევად მშობიარობის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა მამის დაავადებაც,მაგალითად ვარიკოცელე იყოს .
მობრძანდით ჩვენს კლინიკა " ახალ სიცოცხლეში" და გაიარეთ უფასო კონსულტაცია მეან - გინეკოლოგთან, ხუთშაბათსა და შაბათს, რომელიც ანამნეზის და პროფესიული გასინჯვის საფუძველზე დანიშნავს კვლევებს. დამატებითი ინფორმაციისათვის და კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ. სულ რაღაც 6თვეა რაც გავთხოვდი.. პირველივე თვეში დავორსულდი. ტესტი გავაკეთე და მიჩვენა ორსულობა 3კვირა იყო გასული პირველი ტესტიდან და დამეწყო გამონადენი და ამასთანავე ქსოვილივით გამონადენიც მოყვა.. ექიმთან რო მივედი მითხრა რო შეიძლებოდა ვერც გამეგო ეს ყველაფერი რომ არ გამეკეთებინა ტესტი.. ამის შემდეგ 2ჯერ მქონდა ციკლი მომდევნო 3თვე.. თვენახევრის წინ გავიგე რო ორსულად ვიყავი ისევ ციკლიც გადამიცდა და ციკლიდან 1თვე და 18დღე იყო გასული ზუსტად რომ ისევ ისე დამემართა გამონადენი და ისევ მოყვა ქსოვილივით გამონადენი უფრო დიდი შედარებით.. შეგიძლიათ მირჩიოთ რამე რატო მოხდა ასე რისი ბრალი შეიძლება იყოს..
პასუხი: