კითხვა: სელის თესლის მიღების დოზები და ხანგრძლივობა თუ შეიძლება ზუსტად გამარკვიოთ.დაფქული სელის თესლი საკვებში რა რაოდენობით და რა ხანგრძლივობით არის შესაძლებელი მიღება?
პასუხი:
მოგესალმებით,
სპეციალისტებს სხვადასხვა აზრი აქვთ სელის თესლის ოპტიმალური რაოდენობის გამოყენებაზე. ყოველ შემთხვევაში ცუდია მისი გადაჭარბებული რაოდენობით მიღება.
დიდი სიფრთხილით მიიღება სელის თესლი, როდესაც გამოხატულია :
● კოლიტი, პანკრეატიტი, ქოლეცისტიტი;
● კენჭები ნაღვლისა და შარდის ბუშტში;
● ინდივიდუალური აუტანლობის დროს.
გირჩევთ, მიმართოთ მკურნალ ექიმს და თავი აარიდოთ თვითნებურ „დიეტებს“.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ჩვენი მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, აუცილებად აღმოგიჩენთ სათანადო დახმარებას .
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშივრდეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !