რეფლუქსის დაავადება, გასტრიტი

კითხვა: გამარჯობა, 2 წლის წინ ჩავიტარე გასტროლოგიური გამოკვლევა და რეფლუქსის დაავადება აღმომაჩნდა, ვიმკურნალე და მივყევი ექიმის მიერ დანიშნულ მითითებებს. მკურნალობის შემდეგ ვერიდებოდი ციტრუსებს და იმ ხილს რომელიც ადრე უარყოფითად მოქმედებდა ჩემზე. ახლა კი მაგალითად ატმის, გარგარის, ვაშლატამის ჭამის შემდეგ 10წუთში მეწყება კუჭის ტკივილი,მიწევს გამაყუჩებლის მიღება. მაინტერესებს არის თუ არა ეს დაკავშირებული ჩემს ძველ დიაგნოზთან? და სავარაუდოდ რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?
პასუხი:

მოგესალმებით,

რეფლუქსი საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას. მჟავის ამოსვლის მიზეზს წარმადგენს საყლაპავის ბოლოში არსებული სფინქტერის ე.წ. ჩამკეტის სისუსტე ან ნაკლოვანება, რომელიც ვეღარ ახერხებს საკვების შეკავებას კუჭში.

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე, ვვარაუდობთ, რომ შესაძლოა კვების შემდეგ ტკივილებს იწვევდეს გასტრიტი, რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება. ის შეიძლება უცებ გამოვლინდეს ან თანდათანობით განვითარდეს.

კუჭის არეში ტკივილის, იმავე გასტრალგიის იგნორირება არ შეიძლება,  ეს სიმპტომი ხშირად მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია. ვითარებაში გარკვევა და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ ექიმ სპეციალისტს შეუძლია.

გირჩევთ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პრობლემის მოგვარებაში.

ასევე, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში  და ჩაიტაროთ სრული გასტროენტეროლოგიური კვლევა, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31394/qirurgiis-erovnuli-centri-gtavazobt-srul-gastroskopiul-kvlevas

დამატებითი ინფორმაციისათვის და წინასწარ  ჩასაწერად  დაგვიკავშირდით ნომერზე   577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას,  გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა