ბრომოკრიპტინი

კითხვა: მოგესალმებით თქვენთან ასეთი შეკითხვა მაქვს, პრეპარატთან დაკავშირებით, თუ შეიძლება მიპასუხეთ, რამდენად ეფექტური წამალია ბრომოკრიპტინი და რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს პრეპარატის მიღებას?, დიდი მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
ბრომოკრიპტინი მიეკუთვნება დოფამინომიმეტურ საშუალებებს, იგი ხელს უწყობს პროლაქტინის სეკრეციის შემცირებას და აფერხებს ზრდის ჰორმონის გაძლიერებულ სეკრეციას ჰიპოფიზის ჰორმონების სხვა მაჩვენებლებზე გავლენის გარეშე.
გამოიყენება, პროლაქტინის მაპროდუცირებელი ჰიპოფიზის მიკრო და მაკროადენომების კონსერვატორული მკურნალობისათვის.
რაც შეეხება მიღების წესებსა და დოზებს, ინდივიდუალურია და მისი მიღება ხდება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ, რადგან როგორც ყველა პრეპარატს, მასაც აქვს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, ჰიპოტენზია და ა.შ.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ენდოკრინოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 05 99 00.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა