მოგესალმებით,
თუ შარდში სისხლის აღმოჩენა მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების შემდეგაა შესაძლებელი, ამას სამედიცინო ენაზე, „მიკროსკოპულ“ ან „უხილავ ჰემატურიას“ უწოდებენ.
შარდში სისხლი საშარდე გზებიდან უნდა მოხვდეს, კერძოდ თირკმელებიდან, შარდის ბუშტიდან ან საშარდე მილებიდან, რომლებიც შარდს ატარებენ.
მაჩვენებელთა ნორმები, ან ზომის ერთეულები, ამა თუ იმ კლინიკაში არსებული აპარატურის სპეციფიურობიდან გამომდინარე, შესაძლებელია იყოს განსხვავებული.
რასაც თქვენ გვიგზავნით, ეს არის მხოლოდ ლაბორატორიული კვლევის პასუხი, ამიტომ დიაგნოსტირებისათვის და მკურნალობის მეთოდის შერჩევისათვის უმჯობესია ანალიზის შედეგები აჩვენოთ იმ კლინიკის პედიატრს, სადაც ჩაიტარეთ კვლევა.
"ქირურგიის ეროვნული ცენტრი" ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: მოგესალმებით.ბავშვი არის 4 წლის.(გოგონა).შარდის საერთო ანალიზი გავაკეთეთ და აღმოაჩნდა სისხლი.წერია ნორმა_უარყოფითი ბავშვს აქვს 25.საშიშია თუ არა?ლეიკოციტები შარდის ნალექში_5_6_7 ასე წერია და ნორმად მიწერილია 6.ერითროციტები 4_5(შეცვლილი და შეუცვლელი)_ესაა შედეგი.გთხოვთ მიპასუხოთ ,აღნიშნული შედეგი ნორმაა თუ დაგვჭირდება მკურნალობა? მადლობა
პასუხი: