გამონადენი ორსულობის დროს

კითხვა: ვარ დახლოებით3კვირის ორსული ტესტმა დადებითი მიჩვენა და ანალიზმაც ამ დილით მაქვს გამონადენი ვარ უცხოეთში
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ბევრი პაციენტი მოგვმართავს, შესაბამისად გიპასუხებთ ანალოგიურად.
იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცით რა ტიპის გამონადენი გაქვთ, ორსულობის დროს , მაგალითად ზოგიერთი ჰორმონის კონცენტრაციის მატებისას განპირობებული გამონადენი, ინფექციური, სოკოვანი, ბაქტერიული თუ საშვილოსნოს ყელის ეროზიით გამოწვეული, ამომწურავი პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებელია მიმართოთ გინეკოლოგს, თუნდაც იმ ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებაში , სადაც ბრძანდებით.
ასევე, თუ მოახერხებთ დაუკავშირდით თქვენს მეან–გინეკოლოგს და ჩააყენეთ საქმის კურსში.
მიმოწერის რეჟიმში, სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა